X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

საგრანტო კონკურსი მუნიციპალიტეტებისთვის

14 ნოემბერი 2022

GIZ- ი საქართველო, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული ინიციატივის „EU4ITD - ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL) ფარგლებში, აცხადებს კონკურსს საპროექტო იდეების მიღებაზე. კონკურსის შედეგად განხორციელდება რეგიონული და „ინტეგრირებული" პროექტების დაფინანსება გურიის, იმერეთის, კახეთისა და რაჭა - ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონებში სამი პრიორიტეტული მიმართულებით: ურბანული განახლება, ტურიზმის განვითარება და შემოსავლების გენერირება/ეკონომიკური გააქტიურება.

პროექტის ძირითადი მიზანია ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების დაბალანსება საქართველოში, რეგიონებიდან მიგრაციული პროცესების შემცირება და რეგიონული ცენტრების განვითარება.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 30 ივნისი

დეტალური ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ აქ: კონკურსი განაცხადის ფორმა

ხშირად დასმული კითხვები   

CESL პროგრამის შესახებ